თეგი: რუსეთის დუმა

სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით მიმართა

რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.   სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რეზოლუციის დოკუმენტი ვლადიმერ პუტინს დაუყოვნებლივ გადაეგზავნება.      ვოლოდინმა აღნიშნა, რომ დეპუტატების აზრით, „აღიარება შექმნის საფუძველს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და რესპუბლიკების მაცხოვრებლების გარე საფრთხეებისგან დასაცავად“.   მანამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან თავმოყრილი გარკვეული სამხედრო ნაწილები თავიანთ ბაზებზე ბრუნდებიან.

რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ომის დასრულების და ჯარების გაყვანის მოთხოვნა პატიმრობით დაისჯება

რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ომის დასრულების და ჯარების გაყვანის მოთხოვნა პატიმრობით დაისჯება. ამასთან, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება მოწოდებები, “რომლებიც ეწინააღმდეგება რუსული ჯარების გამოყენებას რუსეთის ინტერესების დასაცავად”.  ცნობისთვის, რუსეთის მედიის მარეგულირებელი აფრთხილებს დამოუკიდებელ საინფორმაციო გამოშვებებს, არ გაავრცელონ ნეგატიური ინფორმაცია უკრაინის ომის, მათ შორის ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ.  ასევე წაიკითხეთ: პუტინი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე აცხადებს, რომ რუსეთის „ოპერაცია“ „გეგმის მიხედვით მიმდინარეობს" - BBC

ახალი კანონის საპასუხოდ, BBC რუსეთში მუშაობას დროებით წყვეტს

რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსეთში არაერთი დამოუკიდებელი წყარო დაიხურა, ან მათ მუშაობა შეაჩერეს. BBC და Deutsche Welle შეიზღუდა. BBC-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კორპორაცია რუსეთში BBC-ის ყველა ჟურნალისტის მუშაობას მიღებული კანონის საპასუხოდ შეაჩერებს. „ეს კანონმდებლობა, როგორც ჩანს, დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას „დანაშაულად“ აქცევს. სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ დროებით შევაჩეროთ BBC News-ის ყველა ჟურნალისტისა და მათი დამხმარე პერსონალის მუშაობა რუსეთის ფედერაციაში, ვიდრე შევაფასებთ ამ არასასურველი განვითარების სრულ გავლენებს. BBC News რუსულ ენაზე მაუწყებლობას რუსეთის ფარგლებს გარეთ განაგრძობს. ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უმთავრესია და ჩვენ არ ვართ მზად, რომ ისინი სისხლისსამართლებრივი დევნის რისკის ქვეშ დავაყენოთ მხოლოდ მათი საქმის შესრულების გამო“, - აცხადებს ტიმ დევი. რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ომის დასრულების და ჯარების გაყვანის მოთხოვნა პატიმრობით დაისჯება

რუსეთის დუმა განიხილავს, მაქსიმ გალკინს, ბორის გრებენშიკოვსა და ლია ახეჯაკოვას ყველა სახელმწიფო ჯილდო ჩამოერთვას

რუსეთის დუმა განიხილავს საკითხს ანტირუსული განცხადებებით გამოსული არტისტებისთვის სახელმწიფო პრემიების ჩამორთმევის შესახებ. როგორც ცნობილია, ინიციატივა დუმაში დეპუტატმა ეკატერინა სტენიაკინამ წარადგინა. სტენიაკინა ამბობს, რომ რუსეთისთვის ამ რთულ პერიოდში, სახელმწიფო პრივილეგიებითა და სახალხო არტისტის ტიტულით არ უნდა სარგებლობდნენ არაპატრიოტი არტისტები, ისეთები როგორებიც არიან: ლია ახეჯაკოვა, ბორის გრებენშიკოვი და მაქსიმ გალკინი. ცნობისთვის, ამ დრომდე კანონში გაწერილი იყო, რომ სახალხო არტისტის წოდება შეიძლება ჩამოერთვას პირს, რომელიც მძიმე დანაშაულს სჩადის. სტენიაკინა ამბობს, რომ კანონში ცვლილება შევა, სადაც ამ მუხლს ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებაც დაემატება.

დუმა: საქართველო რუსული მედიის დისკრიმინაციით ლიდერ ქვეყნებს შორისაა

ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი ლიდერები გახდნენ რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების რაოდენობის მიხედვით. რუსული მედიის დისკრიმინაციის საპასუხოდ სარკისებური ზომების შესახებ კანონპროექტი იქნება პასუხი ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ მტრულ ქმედებებზე,- აცხადებს ვასილი პისკარევი, რუსეთის საშინაო საქმეებში საგარეო ჩარევის ფაქტების გამოძიების სახელმწიფო სათათბიროს კომისიის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსულ მედიასთან მიმართებით, ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიტუვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი, რუმინეთი ყველაზე აგრესიულად იქცევიან. ამასთან, ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი ლიდერები გახდნენ „რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების“ რაოდენობის მიხედვით. „მოგონილი საბაბით ბრალი წაუყენეს პორტალ RIA Novosti-Ukraine-ს მთავარ რედაქტორს კირილ ვიშინსკის და Sputnik Media-ს საინფორმაციო პორტალის ხელმძღვანელს, ელენა ჩერიშევას,“- იხსენებს ვასილი პისკარევი. მან აღნიშნა, რომ „დასავლეთი, სიმართლის სიტყვის შიშით, დღეს არა მხოლოდ კრძალავს ჩვენს მედიას მათ ქვეყნებში, არამედ აწესებს საკუთარ ცენზურას ჩვენს საინფორმაციო სივრცეში, ბლოკავს რუსეთის მოქალაქეებს რუსულ მედიაზე წვდომას სოციალურ ქსელებში და YouTube ვიდეო სერვისზე“, - აცხადებს პისკარევი. 

რუსეთის დუმა: აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე მხოლოდ რუსეთის საკუთრებაა

რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა აზოვის ზღვის და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ უკრაინასთან 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დენონსაციას.  განმარტებითი ბარათის თანახმად, „რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მიღებით შეიქმნა კარდინალურად ახალი სიტუაცია და ქერჩის სრუტის და აზოვის ზღვის სანაპიროები ამიერიდან მხოლოდ რუსეთს ეკუთვნის“. შესაბამისი კანონპროექტი პრეზიდენტმა პუტინმა დუმას 24 მაისს წარუდგინა. რუსეთმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები თავის ტერიტორიად გამოაცხადა 2022 წლის სექტემბერში, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.